მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქი ჩაიკეტა.

,,პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ნათესავების მეშვეობით სამი დღის ვადაში გამოცხადება უბრძანეს”, – აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, 24 სექტემბერს, სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის საავტომობილო ბატალიონის ბაზაზე მობილიზებულთა წვრთნა დაიწყო.

 

მსგავსი თემები