,,ე.წ. რეფერენდუმებს მოყვება შედეგი, რაც გულისხმობს დამატებით სანქციების გაძლიერებას”- ბაიდენის მრჩეველი

,,რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს,”- ამის შესახებ  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას, რათა უკრაინამ მიიღოს თანამედროვე ტანკები და სხვა აღჭურვილობა.

„დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურეს, რომ ამ ე.წ. რეფერენდუმებს მოყვება შედეგი, რაც გულისხმობს დამატებით სანქციების გაძლიერებას. კერძოდ, სასანქციო სიაში დამატებით მოხვდებიან იურიდიული პირები და კომპანიები, მათ შორის რუსეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც მხარს უჭერენ „რეფერენდუმს“. თქვენ ამას ნახავთ უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა სალივანმა.

 

მსგავსი თემები