„გამაგებინე, რატომ მირტყამ”- დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერები წარმოადგინა, რომელიც 2018 წლითაა დათარიღებული.

როგორც დოროყაშვილი აღნიშნავს, კონფლიქტი ყოფილ მეუღლეებს  შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო.

„გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება ,“შე ნაბიჭვაროო“, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

სასამართლოზე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ისმის ნეკა დოროყაშვილის ხმაც.

„გამაგებინე, რატომ მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე“, – მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს.

მსგავსი თემები