,,საქართველოში საწვავის დაახლოებით, 40% რუსეთიდან შემოვიდა”- ირაკლი ლექვინაძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,  საქართველოში საწვავის დიდი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება. მისივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის ზრდა,  დაბალი ფასით არის განპირობებული.

„2022 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საწვავის დაახლოებით, 40% რუსეთიდან შემოვიდა. დაახლოებით, 30% რუმინეთიდან, შემდეგ მოდის ბულგარეთი, აზერბაიჯანი და ძალიან მცირე წილია თურქმენეთის. რუსეთიდან იმპორტი იმიტომ არის გაზრდილი, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, იაფი საწვავის წყაროა. რადგანაც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია დაბალი ფასი საწვავზე, ამიტომ კომპანიები ეძებენ იაფ წყაროებს. რუსული საწვავის თვითღირებულება ევროპულთან მიმართებაში, დაახლოებით, 30-40 თეთრთ იაფია,“ – განაცხადა ირაკლი ლექვანიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

https://mcm.ge/160098/

მსგავსი თემები