„სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“ – ვითარება სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხური მხარის ინფორმაციით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, აზერბაიჯანული მხარის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგად დაწყებული სროლა, განუწყვეტელი ინტენსივობით გრძელდება.

“მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება”, – აღნიშნა თავდაცვის უწყების სპიკერმა.

აქვე დასძინა, რომ სომხეთმაც საპასუხო ცეცხლი გახსნა და მტერს სათანადოდ უპასუხა.

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება, არიან დაღუპულები

მსგავსი თემები