აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება, არიან დაღუპულები

ორი ქვეყნის  ინტენსიური შეტაკებები წუხელ დაიწყო. თავდასხმაში სომხეთი  აზერბაიჯანს ადანაშაულებს აზერბაიჯანი კი სომხეთს. სომხეთი არსებულ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი სომხეთის არმიამ საღამოს საათებში ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებულ მიწებსა და გზებზე ნაღმებს ანთავსებდნენ. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა შეტაკებები” – აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები, და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

 

მსგავსი თემები