სომხეთი სამხედრო დახმარებას ითხოვს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აქტიური შეტაკებების გამო,  სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა.

სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს: „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართ აგრესიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართონ რუსეთის ფედერაციას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი შეთანხმების დებულებების ასამოქმედებლად, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და გაერო-ს“.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. არიან დაღუპულები. მხარეების საომარი მოქმედებების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები