დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.
დედოფლის დაკრძალვის დღე, გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად, დიდ ბრიტანეთში უქმედ გამოცხადდა.
დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.