უკრაინა, რუსების მიერ ჩადენილ 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს

უკრაინის ტერიტორიაზე, ოკუპანტების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით 32 000 საქმეა აღძრული. როგორც ქვეყნის გენერალური პროკურორი აცხადებს, დამნაშავეების ნაწილისთვის ბრალი წარდგენილია.

ანდრეი კოსტინის ინფორმაციით, სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი უკვე წაუყენეს კავშირში მყოფ 160 რუს სამხედროს, მათგან 15 უკრაინას ჰყავს დაკავებული. ცხრა რუსი სამხედროს საქმეზე კი განაჩენი უკვე გამოცხადდა.

„სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად და დასასჯელად უკრაინისთვის ცენტრალური საკითხია. მსოფლიო საზოგადოებისთვის ეს იქნება ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა არ დარჩება დაუსჯელი“, – განაცხადა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა.

 

მსგავსი თემები