ბრიტანეთის ახალი პრემიერი კიევში ჩასასვლელად ემზადება

გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ მინისტრი ლიზ ტრასი პირველ ვიზიტს უკრაინაში განახორციელებს. პრემიერობის პოზიციაზე ეს იქნება მისი პირველი გზავნილი მსოფლიოსთვის.

უკრაინის საელჩომ ლიზ ტრასის მისაღებად მზადება უკვე დაიწყო. როგორც ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, მომზადება დაწყებულია.

„როდესაც ის ოფიციალურად გახდება პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, რომ მაშინვე მოჰყვება ზარი და ლიზ ტრასის ვიზიტზე შეთანხმება არ დააყოვნებს. ჩვენ, როგორც დიპლომატიურმა სისტემამ, უკვე დავიწყეთ ამ საუბრის და ლიზ ტრასის კიევში ჩამოსვლის მომზადება“, – აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ  გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა. პრემირობამდე კი მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ზარი, რომელსაც განახორციელებდა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან იქნებოდა.

 

მსგავსი თემები