,,ევროპა ბევრს აკეთებს უკრაინისთვის, მაგრამ არასაკმარისს, უნდა გავაძლიეროთ დახმარება მძიმე იარაღით, ტანკებით”- ვიოლა ფონ კრამონი

,,ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ნიშნავს უკრაინის სრულ კაპიტულაციას და რეალურად მოლაპარაკების სურვილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

ევროპარლამენტის თქმით, დასავლეთი უკრაინას უფრო და უფრო მეტი რესურსით უნდა დაეხმაროს.

„დასავლური სახელმწიფოები და მე ვგულისხმობ საფრანგეთსა და გერმანიას, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან. ყოველ კვირას გერმანულ მედიაში გვესმის, მოდი, მივაღწიოთ მშვიდობას, ვიპოვოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გამოსავალი და სხვა. თუ პესკოვმა თქვა, რომ მათ უნდათ მოლაპარაკება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას იარაღით, მძიმე იარაღით, ტანკებით, რასაც ვიპოვით. არა მხოლოდ განცხადებებით, რაც ხშირად გვესმის, მათ შორის კანცლერის მხრიდან, არამედ საქმითაც“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები