,,ხელები შეუკრეს, თავზე გადააფარეს და სიკვდილით დასაჯეს”- ბუჩანსკის დასახლებაში, რუსების მიერ ნაწამები ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის ოლქში, ბუჩანსკის დასახლებაში, რუსების მიერ ნაწამები კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას  უკაინული მედია, კიევის რეგიონის პოლიციის უფროს ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება.

,,ხელები შეუკრეს, თავზე გადააფარეს და სიკვდილით დასაჯეს. ეს ადამიანი ოკუპანტების მიერაა ნაწამები. მისი ცხედარი რუსულ არმიის ყოფილ პოზიციებზე აღმოვაჩინეთ. გარდაცვლილის სავარაუდო ასაკი 40-50 წელია. დაზიანებები აღენიშნებოდა კისერსა და ტანის არეში. მოკლულს ჩექმები ეცვა და თან ჰქონდა სეიკოს საათი. თუ რამე ინფორმაციას ფლობთ მისი იდენტიფიცირების შესახებ, გთხოვთ აცნობეთ კიევის პოლიციას“, – ნათვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები