მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, გერმანია არ აპირებს, რუსეთს სანქციები გაუუქმოს

ზამთრის პერიოდში, გაზრდილი გადასახადების ფონზე, რაც გამოწვეულია რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებით, გერმანია არ აპირებს, ოკუპანტ ქვეყანას სანქციები მოუხსნას.

„ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს დიდი გამოწვევა გველოდება. ხალხი გამოვა ქუჩაში და იტყვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არ შეგვიძლიაო. მე კი ვუპასუხებ: დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომების მიღებით, მაგრამ არ მინდა ვთქვა –  კარგი, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ეს ნიშნავს, რომ სანქციები ზამთარშიც დარჩება, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ.

მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციები არ მოიხსნება, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი არ დასრულდება.

 

მსგავსი თემები