რუსეთი საფრანგეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას უჩერებს

“გაზპრომი” პირველი სექტემბრიდან საფრანგეთის უმსხვილეს გაზის მიმწოდებელ კომპანიას Engie გაზის მიწოდებას შეუჩერებს.

“გაზპრომის” განმარტებით,  ბუნებრივი აირის შეჩერების მიზეზი ივლისში არსებული დავალიანების გადაუხდელობაა.

,,30 აგვისტოს სამუშაო დღის ბოლოს შპს “გაზპრომს“ არ მიუღია ივლისში არსებული კონტრაქტების მიხედვით კომპანია Engie-სთვის მიწოდებული გაზის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით “გაზპრომ ექსპორტმა” აცნობა Engie-ს გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, – ნათქვამია “გაზპრომის” განცხადებაში.

მსგავსი თემები