უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 47 900 ჯარისკაცი დაკარგეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 47 900; ტანკი – 1 974; ჯავშანტექნიკა – 4 314; საარტილერიო სისტემა – 1 091; სარაკეტო სისტემა – 285; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 152; თვითმფრინავები – 234; ვერტმფრენი – 204; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 849; საკრუიზო რაკეტები – 196; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 236; გემი/ნავი/კატარღა – 15;სპეციალური აღჭურვილობა – 103.
მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.