რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საერთაშორისო მონიტორების შესვლას დათანხმდა

ფრანგული მხარის ინფორმაციით, რუსეთი მზადაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტები დაუშვას. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთი ქვეყნის საგარეო მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც კომუნიკაცია ჰქონდა რუსეთის საგარეო მინისტრთან.

როგორ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ,  რუსეთი თანახმაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ინსპექტორები შევიდნენ. სერგეი ლავროვს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კატრინ კოლონა ესაუბრა.

ოფიციალური რუსეთი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არ ავრცელებს. ადრე, ის წინააღმდეგი იყო, ტერიტორიაზე, რომელსაც რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ, ვინმე შესულიყო.

 

მსგავსი თემები