„უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მსოფლიომ ხშირად უნდა აკეთოს გზავნილები, რომ უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია.

როგორც ენტონი ბლიკენი აცხადებს, აუცილებელია  დაჟინებული მტკიცება, რომ ყირიმი არის უკრაინა, ისევე როგორც დონეცკი და ლუგანსკია უკრაინა და ამჟამად ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ყველა ნაწილი არის უკრაინა.

„უნდა გავაგრძელოთ საფასურის გაზრდა და საერთაშორისო ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე და მის არაერთ ხელშემწყობზე, სანამ უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები არ იქნება აღიარებული“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

 

მსგავსი თემები