აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ავიაკომპანია Georgian Airways ჩამოიტანს. ამასთან, კომპანია ხვალიდან კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს სამშობლოში დააბრუნებს
„დღეს პატრიარქმა Georgian Airways-ის სახელზე ნაკურთხი ხატი გვაჩუქა. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები. 19 აპრილს, აღდგომის ცეცხლის ჩამოსატანად, ჩვენთან ერთად იქნება ორი საულიერო პირი, ჩამოვიტანთ ცეცხლს და ასევე დავაბრუნებთ ისრაელში დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა Georgian Airways-ის დირექტორმა, რომან ბოკერიამ.