,,როცა რუსეთის მოსახლეობა პუტინზე ზეწოლას მოახდენს, მაშინ დადგება შედეგი და ომი დასრულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რაც დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ დაუწესონ რუსეთს,  საზღვრების ჩაკეტვაა. მისივე თქმით,  რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვა,  მათი მხრიდან ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას გამოიწვევს და გავლენას მოახდენს ომის დასრულებაზე.

„დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ევროკავშირში შესვლა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ. მე დასაწყისიდანვე ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სანქციად საზღვრების ჩაკეტვას ვთვლიდი, რადგან ისინი  ისაკუთრებენ უცხო ტერიტორიებს. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეიცვლიან ფილოსოფიას. ისინი ამბობენ „ჩვენ რა შუაში ვართ. ხალხი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“. დიახ, მათ შეუძლიათ; მათ აირჩიეს ეს ხალხი და ახლა არ ეწინააღმდეგებიან. რუსები, რომლებიც საჯაროდ გამოდიან ომის წინააღმდეგ – ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია და ეს ხალხი ციხეში ზის. დაე, წავიდნენ რუსები სახლში, ყველანი. ეს პუტინზე ზეგავლენის მოხდენის ერთადერთი გზაა, რადგან ამ ადამიანს სხვა შიში არ აქვს, გარდა საკუთარი სიცოცხლის გამო შიშისა. მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მას მოსახლეობა. მას სხვა არაფერი ემუქრება. ამიტომ, როცა მოსახლეობა მისი გადაწყვეტილებების გამო პუტინზე ზეწოლას მოახდენს, მაშინ დადგება შედეგი და ომი დასრულდება. საქმე არც ფულშია, არც გაზში, არც მილსადენებში და არც იმაში, რომ ზამთარში გერმანელებს არ ექნებათ სითბო. უბრალოდ, ჩაკეტეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები