„მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად მამაკაცებში ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“

ალეგროლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად მამაკაცებშია გავრცელებული. როგორც მან მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, დაინფიცირებისთვის საჭიროა ინფიცირებულთან 2 საათზე მეტი პერიოდის კონტაქტი.

„ეს ახალი შემთხვევა კი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა იქიდან გამომდინარე, რომ არაენდემურ დასახლებებში გავრცელდა. შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში. ძირითადად ვრცელდება კანით კანთან ახლო კონტაქტით. აფრიკაში მოგზაურობის ისტორია ან ცხოველებთან კავშირი არცერთ მათგანს უკავშირდება. ამიტომ, ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს“ – აღნიშნა ალერგოლოგმა მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება გადაცემის გზებს, მისივე ინფორმციით, შემდეგია: „ინფექციის გადაცემისას აუცილებელია ადამიანებთან 2 მეტრიანი კონტაქტი და 3 საათზე მეტხანს ყოფნა; ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი;  კანით კანთან კონტაქტი; ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენება. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დააცემინა და გავრცელდა ან დაახველა და გავრცელდა. მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისთვისა და 8 წლამდე ბავშვებისთვის. ამიტომ, ქვეყანაში მზაობა უნდა გვქონდეს“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები