,,ომი, რომელსაც პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ”- გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ.

,,ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დაგვყონ. არ უნდა დავუშვათ გაერთიანებული ევროპის დიდი საქმის განადგურება. საუბარია ორმაგი გაგებით ჩვენი ღირებულებების და ჩვენი სამყაროს სისტემის საერთოობაზე“,- განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

გერმანიის პრეზიდენტი, უკრაინაში არსებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე,  ევროპას ერთიანი პოზიციის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები