დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ტრამპი დარწმუნებულია, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, მასზე ამიერიდან გავლენას არაფერი მოახდენს. აცნობეთ ხალხს. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი კენჭისყრაშიც კი არ მიიღებს მონაწილეობას, მე რომ ეს გავაკეთო. თუ გამოკითხვებს შეხედავთ, ისინი არც კი რეგისტრირდებიან. ხალხს უნდა, რომ მე კენჭი ვიყარო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი თემები