ლიეტუვის პრეზიდენტი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. მისი თქმით, რაც უფრო მალე აირჩევენ ამავე გზას სხვა დასავლურ ევროპული ქვეყნები, მით უკეთესი და მარტივი იქნება ყველასთვის.

,,ფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში. პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთის მიმართ არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, იმუშავა ბევრად უკეთესად, ვიდრე ე.წ. რეალურმა პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოადგენს თავის ტკივილს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის. მე მესმის მათი მდგომარეობის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიეტუვა სწორი გზით მიდიოდა. და რაც უფრო მალე აირჩევენ ამავე გზას სხვა დასავლურ ევროპული ქვეყნები, მით უკეთესი და მარტივი იქნება ყველასთვის“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მსგავსი თემები