ევროპაში გახიზნული უკრაინელი ლტოლვილები სამშობლოში ბრუნდებიან

რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგად, უკრაინა მილიონობით ადამიანმა დატოვა. ადამიანები, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ, დღეს უკვე სამშობლოში ბრუნდებიან.

როგორც ევროკომისარი აცხადებს, ამ ეტაპისთვის, უკრაინაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ 3 მილიონს მიაღწია.

„არსებული მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინიდან  6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა. ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო ჩეხეთმა, პოლონეთმა. ესტონეთმა, ლიეტუვა და ბულგარეთმა.   3 მილიონი უკრაინელი კი უკვე დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“ – აცხადებს ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონი.

 

მსგავსი თემები