,,გოგა ხაინდრავა FSB-ს აგენტია”- გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  რეჟისორი, გოგა ხაინდრავა FSB-ს აგენტია და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს.

ვაშაძემ, მისი სიტყვების დასამოწმებლად, ჯაბა იოსელიანის წიგნი, სადაც აღნიშნულია, რომ 1996 წლის 6 იანვარს, ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავა “დევიატკამ” და გია სავანაძის “ბიჭებმა” ცეცხლი გაუხსნეს ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს.

“ვაპირებ დავასახელო პირველი სახელი და გვარი, იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში. ეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, არიან ადამიანები, რომლებიც 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იბრძვიან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

მე მინდა დაგისახელოთ ის სახლი და გვარი, ადამიანის, რომელიც თავს ესხმის აშშ-ს, თავს ესხმის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს, რომელიც პირდაპირ აღვივებს რუსეთის უძლეველობის მითს და რომელიც დღეს არის იმ შეთქმულთა შორის, ვინც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, ეს არის ბატონი გოგა ხაინდრავა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები