,,ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, საპატიმრო პირობებში იმყოფება”- ოთარ თოიძე

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაში,”- ამის შესახებ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„დასკვნის გაფორმება ფინალურ სტადიას უახლოვდება, ამიტომ აუცილებელია პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი აღიწეროს. ბოლო ვიზიტიდან გასულია უკვე თითქმის 2 კვირაზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რაც უნდა ვნახოთ და ისტორიაში ჩაიწეროს, ასევე დასკვნაშიც. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ვიზიტი არის მორიგი საექსპერტო ვიზიტი“, – განაცხადა თოიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნევროლოგი, ოთარ თოიძე და ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი შევიდნენ.

მსგავსი თემები