აშშ-ში ზამთრის ქარიშხალს 90 ადამიანი ემსხვერპლა

გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ში ზამთრის ქარიშხალს 90 ადამიანი ემსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ტენესისა და ორეგონის შტატებში, სადაც ქარიშხლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ილინოისში, პენსილვანიაში, მისისიპიში, ვაშინგტონში, კენტუკიში, ვისკონსინში, ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში და სხვაგან.

სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია ავტოავარიებმა და ძლიერი ქარის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ.

მედიის ცნობით, მისისიპიში პოლიცია იძულებული გახდა მძღოლებისთვის ეთხოვა, მანქანა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ემართათ.

მსგავსი თემები