რუსეთი ემანუელ მაკრონს დიპლომატიური კონფიდენციალობის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, დიპლომატიური კონფიდენციალობის დარღვევაში ადანაშაულებს. რუსეთი მაკრონს მიერ, დოკუმენტურ ფილმში, ვლადიმერ პუტინთან პირადი სატელეფონო საუბრის დეტალების გასაჯაროვებას ედავება.

,,ჩვენ მოლაპარაკებებს ყოველთვის ისე ვაწარმოებთ, რომ საკუთარი თავის არ შეგვრცხვეს. ყოველთვის ვამბობთ იმას, რასაც ვფიქრობთ. თუმცა დიპლომატიური პრაქტიკა მსგავსი ჩანაწერების ცალმხრივად გამჟღავნების შესაძლებლობას არ იძლევა”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, ფილმში საუბარია მაკრონის წარუმატებელ მცდელობაზე, დაერწმუნებინა ვლადიმერ პუტინი, არ დაეწყო ომი უკრაინაში.

მსგავსი თემები