,,კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით”- მიხაილო პოდოლიაკი

,,კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით,“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, რუსული პოლიტიკის შედეგები, მსოფლიოსთვის რთულ გამოწვევებად გარდაიქმნა.

,,დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღი – ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილობის საფრთხედ გარდაიქმნა,”- აღნიშნა პოდოლიაკმა.

 

 

მსგავსი თემები