ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.
მისი თქმით, დაშავებულთა რიცხვი 30 000-ს აღწევს. ამასთან, არესტოვიჩის ცნობით, დაჭრილთა 96-98 % კვლავ არმიაში აბრუნებენ.
რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მაისის მიწურულისთვის უკრაინაში 15 000-მდე რუსი მებრძოლი დაიღუპა.