,,დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, ევროპის საბჭომ ამ კვირაში ძლიერი სიგნალები უნდა გააგზავნოს.

,,თქვენ იცით, რომ ევროკავშირის საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი. ეს არის გზავნილი, უნდა გაიგონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა გაისმას ძალიან ხმამაღლა, საზღვრებს მიღმა, როგორც ჩვენი ძლიერების, ერთიანობის და ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის მანიფესტაცია“,- განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები