,,რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხარკოვი ინტენსიურად იბომბება. მისი თქმით, ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენს წინააღმდეგ მათ ქმედებებზე.

“როგორც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით. ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაწყნარება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. მთელი ეს რეგიონი ყველაზე რთულია, არის უმძიმესი ბრძოლები. მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგოები იქ არიან. ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენს წინააღმდეგ მათ ქმედებებზე. მადლობელი ვარ არმიისა და დაზვერვის, რომელიც ამას უზრუნველყოფს”,- აცხადებს წელენსკი.

მსგავსი თემები