დიმიტრი ხუნდაძე: გახარიას გადადგომა დესტრუქციული ძალების მოთხოვნაა, რომლებსაც ხელისუფლების დამხობა უნდათ

„უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის სწორედ იმ დესტრუქციული ძალების მოთხოვნა, რომლებსაც უნდოდათ და დღესაც უნდათ ძალისმიერი მეთოდებით დაამხონ ხელისუფლება,”- აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.

მისი თქმით, სამართლებრივი ქვეყანა ქუჩიდან არ უნდა იმართებოდეს და ძალადობრივი მეთოდებით არ უნდა ხდებოდეს საჯარო ობიექტების და, მით უფრო, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამხობა.

„უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის სწორედ იმ დესტრუქციული ძალების მოთხოვნა, რომლებსაც უნდოდათ და დღესაც უნდათ ძალისმიერი მეთოდებით დაამხონ ხელისუფლება, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე უნდა იყოს იქ სადაც არის, იმისთვის, რომ ქვეყანა იმართებოდეს სამართლებრივი მეთოდებით. ქვეყანაში ძალადობა აღიკვეთოს. თუმცა ასევე ადეკვატურად და სამართლებრივად უნდა მოხდეს შეფასება რამდენად ადეკვატური იყო ძალა პოლიციის მხრიდან იმ ღამეს.
ვფიქრობ, პირობითად, დროებითი ღონისძიებები მიუღებელია, რამეთუ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის სტაბილურობას. პრაქტიკულად ჩვენ დავუშვებთ პრეცედენტს, რომ ქუჩაში ერთი ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელთა ქმედება აშკარად სახეზეა, რომ არის დესტრუქციული, და მათი დაკვეთების შემსრულებელი იქნება ხელისუფლება. ჩვენ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის, ჯგუფთან ოპონირებისთვის ვართ მზად, მაგრამ ქუჩიდან სამართლებრივი ქვეყანა იმართებოდეს, ქუჩიდან ძალადობრივი მეთოდებით ხდებოდეს ამათუიმ საჯარო ობიექტების, მით უმეტეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დამხობა. თუკი ვინმეს მოუწევს გადადგომა ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ეს უნდა იყო სამართლებრივად დასაბუთებული და ამის საჭიროება უნდა იყოს სამართლებრივად პირობადადებული და არა ქუჩიდან დესტრუქციული ძალების მოწოდება. მათი მიზანია, რომ ქვეყანა ჩამოშალონ.“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ აყენებს ხელისუფლება გიორგი გახარიას გადადგომის საკითხს, ხუნდაძე განმარტავს, რომ აქ საუბარია სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომლის რყევის დაკვეთასაც დესტრუქციული ძალა იძლევა, რაც დაუშვებელია.

,,ეს არათუ არ აწყობს მმართველ გუნდს, ეს არ არის მისაღები ქვეყნისათვის. მე ვფიქრობ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სრულიად ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ მიუხედავად ნებისმიერი ქმედებისა, ვის მიერ იყო გაცემული ბრძანება, ვის მიერ იყო დაკომპლექტებული და დაგეგმარებული ეს ოპერაცია, პასუხისმგებლობას იღებს თვითონ და პასუხისმგებლობას არ გაურბის. რაც შეეხება ტყვიების გამოყენებას და ის იყო ლეგალური თუ არა, შს სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღებაში არის ასეთი ტყვიები. კიდევ ერთხელ ვამბობ ქვეყანა სამართლებრივი გზით უნდა ვატაროთ და არა დესტრუქციის და ქუჩიდან მართვით.“- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები