,,მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა”- გურამ მაჭარაშვილი ნინო ლომჯარიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ოპოზიციის დამცველად გადაიქცა. მისი თქმით,  სახალხო დამცველმა თავისი აპარატი, პოლიტიკურ ორგანიზაციად გადააქცია.

„სახალხო დამცველს ისტორიასთან დაკავშირებითაც სხვა შეხედულება გააჩნია. როგორც ჩანს, რადგან ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამას შემდეგ საზოგადოება აფასებს, საზოგადოების მხრიდან კი მისი ფუნქციონირება საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული, არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მათზე, მისი აზრით, ადამიანის უფლებებიც არ ვრცელდება. ეს არის მისი არასწორი პოზიცია, რომელსაც ალბათ, მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები