,,ღარიბაშვილის განცხადებები ითარგმნება ყველა ევროპულ ენაზე და ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს”- გიორგი ვაშაძე

,,გუშინწინ რა მდგომარეობაც იყო, ისიც კი დაგვიმძიმა „ქართულმა ოცნებამ“. ღარიბაშვილის განცხადებები მყისიერად ითარგმნება ყველა ევროპულ ენაზე და ყველა გამადიდებელი შუშით უყურებს, რას ამბობს საქართველოს მთავრობა,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.

„ამის საპასუხოდ ჩვენ მეილს მეილზე ვაგზავნით – ვწერთ, რომ „არ მოუსმინოთ, არ წაიკითხოთ, ღარიბაშვილი არაფერს ნიშნავს, ქართველ ხალხს უნდა“. ეს არის რეალობა, შესაბამისად, მოლოდინები რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი არ დავკარგოთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები