უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, არტილერიაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი უპირატესობის გამო, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ სევეროდონეცკში უკან დაიხიეს.

,,სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა, არტილერიის მხარდაჭერით, ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები, მიაღწია ნაწილობრივ წარმატებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განდევნა ქალაქის ცენტრიდან, ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებენ  გენშტაბში.

ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარები ცდილობენ ალყა შემოარტყან სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში განლაგდებულ უკრაინულ ძალებს.

მსგავსი თემები