გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, დღესვე განახლდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო.
ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები.