ბიზნესი მთავრობის გეგმას ელოდება, ბიზნესის ერთ-ერთი შეთავაზება კი არაბულ ქვეყნებთან სასაზღვრო პროცედურების გამარტივებაა

  •  

მსხვილი ბიზნესი, უდიდესი სასტუმროების ქსელი ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაშია და მათი გადაწყვეტილების მოლოდინშია. ბიზნესის ერთ-ერთი შეთავაზება არაბული ქვეყნებისთვის და ინდოეთისთვის სავიზო/სასაზღვრო  პროცედურების გამარტივებაა, რაც ვითარებას მოკლე ვადებში განმუხტავს.

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, მთავრობისთვის  წარდგენილი 10 პუნქტიდან, ერთ-ერთი პუნქტი, სწორედ ტურისტული ნაკადის მოკლე ვადებში  ჩანაცვლებას გულისხმობს.

„ამ ეტაპისთვის, ყველა სასტუმროში ვითარება ერთნაირია –  ჯავშნები-ჯავშნების მიყოლებით უქმდება. ჩვენ, მთავრობას 10 პუნქტიანი გეგმა შევთავაზეთ, გვაქვს კონკრეტული გეგმები და ველოდებით ხელისუფების გადაწყვეტილება. ერთ-ერთი პუნქტი ეხება არაბული ქვეყნებიდან და ინდოეთიდან სავიზო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას. ეს იქნება მოკლევადიანი გამოსავალი, რადგანაც, არაბული ქვეყნები გადაწყვეტილებას მალე იღებენ. თუ ეს მოხდება, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან,  შესაძლებელია, ტურისტული ნაკადის შემოდინება, რაც ვითარებას ამოქაჩავს“, –  აღნიშნა ალავერდაშვილმა „მედიაცეტრ მთავართან“ საუბრისას.  

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ისინი მუშაობენ რისკებზე, რაც, შესაძლოა, ამ ქვეყნებთან საზღვრის გახსნას უკავშირდებოდეს.   

მსგავსი თემები