ოპოზიციის აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია დღესაც გაგრძელდება. დღევანდელი აქციაში ავტოკოლონები მიიღებენ მონაწილეობას და რამდენიმე მიმართულებით იმოძრავებენ.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, შეიკრიბებიან სამ ლოკაციაზე.

„14:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე; აღმაშენებლის ხეივანზე (ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან (კახეთის გზატკეცილზე)“, რათა ხმამაღლა გავაპროტესტოთ, ევროკავშირის, საქართველოს დროშებით, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე“.

მსგავსი თემები