„თითოეულ ევროპარლამენტარს თავისი შეხედულება აქვს და მათ შეფასებებს ყურადღებით ვისმენთ”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ქმედით ნაბიჯებს დგამს.

„თითოეულ ევროპარლამენტარს თავისი შეხედულება აქვს და მათ შეფასებებს ყურადღებით ვისმენთ, თუმცა ვაანალიზებთ, რომ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც შეიძლება, თავისი შეხედულება ჰქონდეთ, რომელიც სიმართლეს ემთხვევა, ან – არა. შეფასებას, რომ სურვილს ვაკლებთ ამ პროცესს, არათუ სურვილს ვაკლებთ, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც ვდგამთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

,,ევროპული პარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”- მარია კალიურანდი

მსგავსი თემები