აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალის განცხადებით, აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს. დახმარება მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემას და საბრძოლო მასალას, მათ შორის ჰაიმარსის, ვერტმფრენების, ჯაველინებისა და სათადარიგო სისტემების გადაცემას.

,,პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანება გასცა თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარიდან დამატებით 700 მილიონი აშშ დოლარის იარაღისა და აღჭურვილობის გაცემაზე. აღნიშნული პაკეტი მორგებულია და ითვალისწინებს უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებს დღევანდელ ბრძოლებში, მათ შორისაა სარაკეტო არტილერიაც. პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, მათ შორის “ჰაიმარსის” და მართვადი საბრძოლო სისტემა 70 კილომეტრზე მანძილით; 5 კონტრსაარტილერიო და 2 საჰაერო სათვალთვალო რადარი; 1000 ჯაველინი; 6000 ჯავშანტექნიკა; 15 000 – 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი; ემ აი 17 ტიპის ოთხი ვერტმფრენი. ეს არის კრიტიკული საჭიროებები, რაც დაეხმარება უკრაინას აღმოსავლეთში, რუსეთის შეტევის მოგერიებაში. უკრაინელებმა მოგვცეს გარანტია, რომ ისინი გამოიყენებენ ამ სისტემას თავდაცვითი მიზნებისთვის,” – განაცხადა კოლინ კალიმ.

მსგავსი თემები