,,ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო, ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა”- კარლ ჰარცელი

,,ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო, ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ვარაუდების გამოთქმას ერიდება და აღნიშნავს, რომ ახლა საქართველო სტატუსის მისაღებად, მუშაობას უნდა შეუდგეს.

,,მე მოვერიდები საკუთარი ვარაუდების გამოთქმას  იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით.

თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგი – მოსალოდნელზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მათ გარეშე – დასკვნა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ახლა საქართველო მუშაობას უნდა შეუდგეს! საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა იმ ყველაფრის სერიოზულად და მდგრადად შესასრულებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე სანდო განაცხადის გასაკეთებლად,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, კარლ ჰარცელის განცხადებით, პოლიტიკურმა მხარეებმა არსებული გამოწვევები უნდა დაძლიონ და ერთმანეთის დადანაშაულება უნდა შეწყვიტონ.

,,მე არ ვარ გულუბრყვილო და არ ვფიქრობ, რომ მარტივად შეიძლება დამყარება პოლიტიკური კულტურისა, სადაც ერთმანეთს უსმენენ ნაცვლად  ერთმანეთისთვის მონების, ომის მომხრეების, პუტინისტების, მოღალატეების ან ე.წ. „უინტერესოს“ წამოძახებისა.  თუმცა, ეს გამოწვევა როგორმე უნდა დაიძლიოს. ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო – ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა”,- აცხადებს ჰარცელი.

მსგავსი თემები