,,თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს თავისუფლების, დემოკრატიის და უკრაინის  იდენტობის გასანადგურებლად. მისივე თქმით, თავისუფლება უფასო არასდროს ყოფილა და უკრაინელები ღირსეულად იბრძვიან მის შესანარჩუნებლად.

,,ახლა, როდესაც რუსეთი აწარმოებს მორიგ აგრესიულ ომს თავისუფლების, დემოკრატიის, მეზობელი უკრაინის კულტურის და იდენტობის გასანადგურებლად, ჩვენ ცხადად ვხედავთ ყველაფერს, რაც დევს სასწორზე. თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები. დღეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად, თუმცა, მათი ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა ხალხს აერთიანებს”,  – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები