სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე იმერეთში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის კომისიის 5 წევრი დააკავეს

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის კომისიის 5 წევრი დააკავეს. მათ გასულ წლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად განხორციელებას ედავებიან, რის გამოც კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები