“საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ჩვენ არ ვიცით ვინ ვიქნებოდით” – პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით წირვა- ლოცვა აღასრულა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა:

“ საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ჩვენ არ ვიცით ვინ ვიქნებოდით, ამან იქონია დიდი გავლენა, დიდი ძალა. განვითარდა ქართული ენა, მწერლობა, კულტურა და ეს ყველაფერი დაიწყო პირველი საუკუნიდან, მოციქული ანდრია პირველწოდებულის დროს. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა გახდა სახალმწიფო რელიგია, მირიანის დროს. მეხუთე საუკუნეში ეკლესია გახდა დამოუკიდებელი. რთული დროა, მაგრამ წყალობა ღვთისა, როგორც ამბობს დავით წინასწრმეტყველი. გაიხარეთ, გაიხაროს საქართველომ”, – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი თემები