კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ზოგიერთი ლიდერი დათმობაზე საუბრობს – ზელენსკი გაკვირვეულია, რომ უკრაინას დათმობისკენ მოუწოდებენ

„მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა, მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა, მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა, ზოგიერთი ლიდერი დათმობაზე საუბრობს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და ამ ლიდერების განცხადებებით გაკვირვებულია.

„სულ მცირე, რაც რუსეთმა გააკეთა, არსებობს ვიღაც ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ მათი ინტერესები. წელს დავოსზე, ეს კვლავ გაჟღერდა. მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა; მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა; მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა; მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა; მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აგებული „ფილტრის ბანაკებისა“ სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ ისე, როგორც კონვეერში. რუსეთმა ეს ყველაფერი ევროპაში ჩაიდინა. თუმცა, დავოსში, შორეული წარსულიდან გამოდის მაგალითად ბატონი კისინჯერი და ამბობს, რომ თითქოს საჭიროა, მივცეთ რუსეთს უკრაინის ნაწილი, რათა არ მოხდეს რუსეთის ევროპისგან გარიცხვა. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ბატონ კისინჯერთან არა 2022 წელი, არამედ 1938-ია. და ფიქრობს, რომ საუბრობს არა აუდიტორიასთან დავოსში, არამედ მაშინდელ მიუნხენთან“, -აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები