,,ჩვენ გამარჯვების ორი დღე გვექნება, ვიღაცას კი არცერთი არ დარჩება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 9 მაისთან დაკავშირებით მორიგ  ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები მეორე მსოფლიო ომშიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და გაიმარჯვეს, ისევე როგორც მისი რწმენით, გაიმარჯვებენ რუსეთის წინააღმდეგ ომში.

“ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ძალიან მალე უკრაინაში, ჩვენ გამარჯვების ორი დღე გვექნება, ვიღაცას კი არცერთი არ დარჩება. მაშინ მოვიგეთ. ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ და ხრეშატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს – უკრაინის გამარჯვებას!
გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს!  დიდება უკრაინას!”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები