„აზოვსტალის“ ქარხნიდან 173 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან კიდევ 173 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ათი ავტობუსი უკვე უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადებით, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის  დროს,  სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები და ლეგიონი „აზოვი“, უდიდესი ძალისხმევის ფასად, არა მხოლოდ ინარჩუნებენ თავდაცვას, არამედ შველიან სამოქალაქო პირებს. მტერი ამ დროს ურტყამს ზურგში. ცინიკურად, ეშმაკურად, რუსულად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები