„შესაძლოა, ომი მალე არც დასრულდეს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინაში ომი შესაძლოა  მალე არ დასრულდეს. ის ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერებას უჭერს მხარს.

„სამწუხაროა, ეს შეიძლება მალე არ დასრულდეს.  ამიტომ, ამ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, მხარი უნდა დავუჭიროთ. მათ უნდა დავეყრდნოთ. უნდა დავუჭიროთ მხარი, ვიდრე ის არ შეჩერდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება, ვიდრე რუსული ძალები არ გავლენ და უკრაინელი ხალხი არ აღადგენს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები