ატომური ელექტროსადგური ოკუპანტის ჯარებმა დაიკავეს, საფრთხე ისევ არსებობს

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიმეტრს რუსი ჯარისჯაცები აკონტროლებენ.

ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა, საშიშროება რეალურია. კრემლი უკრაინას და მსოფლიოს სწორედ ატომური ელექტროსადგურით აშანტაჟებს.

ატომური  ენერგობლოკის მთლიანობა ხანძარმა ვერ დაარღვია, თუმცა თ, დაზიანებულია პერიმეტრის კონსტრუქციები,  ენერგობლოკების ძირითადი  სისტემები კი გამართულად მუშაობს.  რადიაციის ცვლილება ამ ეტაპისთვის  არ ფიქსირდება. პრობლემის დარეგულირებაში ჩართულია მთელი მსოფლიოს ლიდერები, რომლებსაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან.

როგორც ელექტროსადგურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადგურის აკრძალულ ტერიტრიაზე კადიროვის ჩეჩენი მებრძოლები შეიჭრნენ.

ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია, ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს

 

მსგავსი თემები